"რადგან აღვირახსნილ, ბინძურ კამპანიას ვადევნებთ თვალს, იძულებული ვარ, ასეთ მძიმე დროს, პარტიულ დაფინანსებაზეც მოვყვე რაღაც ანა-ბანა" - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის“ პარტიის აღმასრულებელი მდივნის ბერდია სიჭინავა სოცილურ ქსელში წერს. 

"🟣 პოლიტიკური ფინანსები საერთოდ არ არის კავშირში ვინმესთვის ან/და რამისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასთან;
თუ კობახიძეს და “ოცნებას” ლეგიტიმაცია სჭირდება (რომელიც ვერასდროს ექნება) ისევ ასადს, მადუროს და ლუკაშენკოს მიაწვეს, “ოპოზიციიდან” კიდევ სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილ მაჭარაშვილს;
🟣 საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის მოწყალება, რომლის ბენეფიციარიც  ბევრი “ოპოზიციონერი” ყოფილა წარსულში და როგორც წყაროზე ამბობენ, ზოგიერთები არც ახლა უჩივიან ბედს;
🟣 ბიუჯეტიდან ეს ფული ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს, მისი მოპოვებულია და მხოლოდ ამ ადამიანების გადასაწყვეტია რა და როგორ იქნება - მხოლოდ მათ წინაშე აქვს პარტიას  პასუხისმგებლობა - ეს არ არის პარტიაში ვინმეს ხელფასი და პრივილეგია;
🟣 ერთადერთი პარტია ვართ, რომლის უკან არასდროს მდგარა ოლიგარქი, მსხვილი კაპიტალი, უჩინმაჩინები, ტელევიზიები, ჭუჭყიანი და გაუმჭვირვალე ფული, აქამდე მოვედით სუფთა ხელებით, ანგარიშებზე არსებული ყადაღებით, რომელიც რამდენიმე წელია გვადევს, მაგრამ ამის მიუხედავად არ დაგვიხრია თავი რეჟიმთან ბრძოლაში, რომელიც განსაკუთრებით დევნიდა და ავიწროვებდა ჩვენს პარტიას. 
🟣 არ გვაქვს არავის წინაშე ფარული ვალდებულებები და ჩვენს პოლიტიკაზე ვერავინ ვერასდროს მოახდენს გავლენას - ესაა ჩვენი ძალა - ღ ი ა ო ბ ა და გ ა მ ჭ ვ ი რ ვ ა ლ ო ბ ა, რაც თითოეულ ჩვენს თანაგუნდელს ეამაყება და აძლიერებს ამ უთანასწორო ბრძოლაში, რომელშიც ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ სახელოვნად - სუფთა ხელებით.
🟣 თქვენს თავს დაუსვით ერთადერთი შეკითხვა, ვისაც ახლა განხეთქილებისა და ძირითადი საკითხიდან ყურადღების გადასატანად შემოაქვს ეს თემა, კობახიძის ინტერვიუს დაათრევს საკუთარ კედელზე და მნიშვნელობას სძენს და აძლიერებს მის ისტერიულ ბოდვებს ლეგიტიმაციაზე, შემთხვევით ხომ არ აღძრავს ეჭვებს კეთილსინდისიერებაზე?!
🟣 და ბოლოს, ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, ამ ბრძოლას ბუნებაში ვერავინ და ვერაფერი დააზიანებს, ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი!" - წერს ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში.