რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ? ცოტა კომიკურია ეს მუქარები. კიდევ ერთხელ ვამბობ, გონს მოეგონ და თავის ლიდერ მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, გიორგი ჩალაძისა და გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
„რომელი ცნობილი მთავარსარდლები არიან? რა კოორდინაცია უნდა ჰქონდეთ, წარმოდგენა არ მაქვს. რა ომი უნდა აწარმოონ და ვის წინააღმდეგ? ცოტა კომიკურია ეს მუქარები. კიდევ ერთხელ ვამბობ, გონს მოეგონ და თავის ლიდერ მოუწოდონ, გაუფრთხილდეს ჯანმრთელობას. სიკვდილის შემთხვევა დაჰბრალდება სწორედ ეგეთ ადამიანებს, როგორიც არის ჩალაძე და სხვები, ვინც იმას მოუწოდებენ, რომ თვითდაზიანების რეჟიმში იყოს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.