ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამოაშკარავდეს ვისთან იყოფოდა ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ნაშოვნი ასობით მილიონი დოლარი. - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პარლამენ ტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ერთადერთი, ვის ინტერესებშიც შედის შედის საგამოძიებო კომისიის შექმნა, ეს თავად დავით კეზერაშვილია, რათა წინსწრებით გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს.
"ბ-ნო შალვა, უკვე არაერთგზის გაცხადდა, რომ ქართულ ოცნებას (ასევე ცნობილს როგორც - ტროლ-ბოტების ხელისუფლებას), უყვარს საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრა, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, ფეისბუქის მიერ, თქვენი ფეიკ ანგარიშების, გვერდებისა და ჯგუფების წაშლის ფაქტით. ამიტომ მეგონა, მსგავსი მასშტაბის არალოგიკურ, ფეიკ ბრალდებას, ჯერ ტროლ-ბოტებით დატესტავდით, მაგრამ როგორც ჩანს ეს ინფრასტრუქტურა ჩამოშლის პირას გაქვთ და თქვენ, პირადად იტვირთეთ ამ ფეიკის გავრცელების ტვირთი. სინამდვილეში, ჯერ ნაც. მოძრაობის მოსამართლეებს ეფარება ქართული ოცნება, იმიტომ რომ მათი გამოაშკარავება - კორუფციაში, სასამართლოზე ზეგავლენაში ამხელთ და საფრთხეს შეუქმნის მათ ძალაუფლებას!
ეხლა, კი ქოლ-ცენტრებზე კომისიის არ შექმნა, უკვე პირდაპირ ემუქრება ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიერ სავარაუდოდ ნაშოვნ ასობით მილიონ დოლარს.
სასაცილოა, როდესაც საუბარია ამ სქემით მოპარულ 1 მილიარდ დოლარზე - საქართველოს პროკურატურას კი მხოლოდ 30 მლნ. დოლარის მოცულობის ზარალზე აქვს გამოძიებიდან შედეგები. ვინ უნდა დაიჯეროს, რომ 3 წელი გამოძიებას აწარმოებდე ეფექტიანად და გამოიძიო მხოლოდ მთლიანი საქმის 3%, თუ ამ პროცესს ხელოვნურად არ აფერხებ. ეს შესაძლოა ნიშნავდეს მხოლოდ ერთს: ოცნება ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამოაშკარავდეს ვისთან იყოფოდა ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის შედეგად ნაშოვნი ასობით მილიონი დოლარი" - წერს ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.