„ჩვენ ძალიან ბევრი მოარული ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკული სანქციების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება და საქართველო კარგად მუშაობს საერთაშორისო სანქციების დაცვის თვალსაზრისით“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არის ყოვლად უსაფუძვლო და ეს დადასტურდა კონკრეტული ოფიციალური უწყების მხრიდან. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი საუბარი, ნებისმიერი ინტერპრეტაცია არის ან პოლიტიკურად მოტივირებული ან არის ნაკლებად ინფორმირებული განცხადებები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ნაკლებად ინფორმირებული განცხადება გააკეთეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებმა“- განაცხადა ბექა დავითულიანმა