ამერიკის შეერთებული შტატების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს:

"წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად აღვნიშნეთ, რადგან სულ მალე ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლის გახდება. გვიხარია, რომ ეს საიუბილეო თარიღი აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქართველ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ვიზეიმეთ. მადლობა ყველას, ვინც შემოგვიერთდა ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად." - წერს საელჩო.