აშშ-ის საელჩო რამდენიმე პირის დაკავების შესახებ საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მადლობას უხდის საქართველოს პროკურატურას, ასევე, გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.
„მივესალმებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალი ედებათ ქართველი მოქალაქეების მოტყუებაში, აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით საქართველოს პროკურატურას, ასევე გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ სამართალდამცავი ორგანოების ქართველ წარმომადგენლებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
We welcome the @OfficialPOG announcement today about the arrest of several individuals on charges of defrauding Georgian citizens related to illegal entry to the United States and document forgery. It is the result of months of strong law enforcement cooperation between the…
— U.S. Embassy Tbilisi (@usingeo) June 2, 2026










