საქართველოში ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს:

„ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭერად – გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა: „სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება“.