სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის სამართლიანია. თუ თქვენ უსამართლოდ გსჯიან, ან უსამართლოდ გიწესებენ სანქციას, ეს არავითარ შემთხვევაში თქვენ მორალურად არ გასუსტებთ. - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
თუ იმისთვის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების პატივისცემა დააბრუნა ჩვენს ქვეყანაში (გითხარით სტატისტიკა სტრასბურგში, თუმცა ამ სტატისტიკის იქით, შემიძლია უამრავი ადამიანური ისტორია მოგიყვეთ, თუ რა მოხდა სასჯელაღსრულებაში, ჯანდაცვაში, საკუთრების დაცვის მიმართულებით და ა.შ), თუ იმისთვის, რომ საკუთრების დაცვა დაბრუნდა ქვეყანაში და ადამიანებს ღამღამობით პროკურატურაში აღარ იბარებენ და აღარ ჩუქნიან ქონებას ეს ადამიანები სახელმწიფოს, თუ იმისთვის, რომ ანაკლიაში არ ყრის ხელისუფლება თავის მოკლულ მოწინააღმდეგეებს და მოქალაქეებს, რომელთაც უსწორდება უკანონოდ, თუ ციხეებში აღარ აწამებენ ადამიანებს და პენიტენციური სისტემა აღარ არის ადამიანების განადგურების სივრცე და ინსტრუმენტი, თუ მედია, 4 რომ იყო და დღეს 20 მაუწყებლობს, თუ პარლამენტი, ერთპარტიული რომ იყო და დღეს 9 პოლიტიკური პარტიაა შიგნით, თუ იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია დაბრუნდა, სასამართლოში შეჯიბრებითობას დაბრუნდა, ინფრასტრუქტურა განახლდა და ჯანდაცვა მოქალაქეებს დაუბრუნდა, თუ ამისთვის ვინმეს დაასანქცირებენ ჩვენს ხელისუფლებაში, ამ სანქციებს არავითარი ფასი არ ექნება,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ოთხი პირის მიხეილ ჩინჩალაჩის, ლევან მურუსიძის, ვალერიან ცერცვაძისა და ირაკლი შენგელიას დასანქცირა.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა: ამერიკაში შესვლა აეკრძლათ მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს