„გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ და პირადად პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ამავდროულად, სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული ამ კუთხით და მსოფლიოში საუკეთესო სამეულში შედიოდეს", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

 "გრძელდება შესაბამისად გამოძიებები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ასეთი საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, იყოს ეფექტური. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ, ხელი არ წაუცდეთ იმ საზოგადოებრივი სიკეთისთვის, რასაც ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტი და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი, მერკანტილური მიზნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი“,- განაცხადა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, სუსმა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და მინისტრის ახლო ნათესავი დააკავა