"ვინ უნდა დაამხოს ბატონმა "ანიტამ", თვითონ დამხობია თავისივე პარტიაში და გარიყული - თავისი კოლექტიური "ნაცმოძრაობისგან". ერთი ჩვეულებრივი გაშიფრული აგენტია, მაგრამ მის განცხადებებში ერთი რამ გამოსჭვივის - 4 ოქტომბრის არჩევნები ყელში ადგას აგენტურის წარმომადგენლებს.  - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ "ნაცმოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. 

არავის ექნება შესაძლებლობა, რომ რაიმე ძალადობრივი პროტესტი იქნება თუ ზოგადად ძალადობის გამოყენებით, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით: "ბოლო რამდენიმე დღეა, დამატებითი ისტერიკაა 4 ოქტომბრის მშვიდობიან რევოლუციაზე, მუქარები ადასტურებს ივანიშვილი კობახიძე-მდინარაძის ისტერიკასა და პანიკას, ჩამოშლილია ივანიშვილის რეჟიმი, აბსოლუტური რღვევაა და შიშის პირით დაიწყეს "მუქარები"