ანგარიშში უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით რეალობა თუ აისახებოდა, შეუძლებელი იქნებოდა, თავდასხმა საქართველოზე, რომელიც მოწინავეა მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიამ, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, გაფართოების შესახებ შეფასების დოკუმენტიდან კორუფციასა და ადამიანის უფლებებზე მუხლები ამოიღო.
„ანგარიშში უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით რეალობა თუ აისახებოდა, შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოზე თავდასხმა იმ ე.წ. ანგარიშით, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ აქვს. ამ ქვეყნებში კორუფცია ყვავის, თავისუფალი სიტყვა აღარ არსებობს და სხვა არაერთ პრობლემაში არიან ჩაფლული. ამ ქვეყნებზე თუ გამახვილდებოდა ყურადღება, მაშინ საქართველოზე განცხადებას ვერ გააკეთებდნენ. ერთია, ანგარიშში მოლდოვა-უკრაინაზე არაფრის ჩაწერა, მეორეა იმ კვლევების შედეგები, სადაც საქართველო მოწინავეა არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.









