პრეზიდენტის ქარტია ომისა და სუვერენიტეტის დარღვევის ქარტიაა. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უკვე სასაცილოც აღარ არის, მთავრობას არჩევნებში გამარჯვებული პარტია დაასახელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ჩამოყალიბება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
„ტექნიკური მთავრობის შექმნას ორი წლის წინაც ითხოვდნენ. პრეზიდენტის ქარტია ომის ქარტიაა, ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის ქარტია. მათ მთავრობის დაკომპლექტებას არავინ ეკითხებათ – კონსტიტუცია წაიკითხონ და ნახონ, რა წერია. წერია, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მთავრობას ვინ ჩამოაყალიბებს. მთავრობას არჩევნებში გამარჯვებული პარტია დაასახელებს. მათ არავინ ეკითხებათ, მთავრობაში ვინ იქნება, რადგან ისევ დავალებებს ელოდებიან. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი უკვე სასაცილოც აღარ არის“, – აღნიშნა გორდულაძემ.