ითხოვენ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას. ეს არის სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობა და ასეთ აბსურდულ მოთხოვნებს მომავალში სერიოზულად აღარ შევხედავთ. ჩვენ ხალხის მანდატი გვაქვს და თავად გადავწყვეტთ, ვინ იქნება გენერალური პროკურორი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.
„სისტემურია თავდასხმები სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით - პროკურატურაზე, ამავდროულად, ხელისუფლების დამოუკიდებელ შტოზე - სასამართლოზე. გამომდინარე იქიდან, რომ თუ „დიფ სთიეთი“ ჩაიგდებს ხელში პროკურატურას და მისი აგენტების მიერ მოხდება როგორც გენპროკურორის არჩევა, ასევე, „დიფ სთიეთის“ აგენტები განახორციელებენ ზეწოლას სასამართლოზე, რაც დამახასიათებელი იყო 2003-2012 წლებში, მაშინ, ეს იქნება კარგად გამოსაყენებელი საშუალება ჩვენი ქვეყნის დასაზიანებლად“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








