ყველაზე დიდი პრობლემა ოპოზიციის არის, ფუჭი, მატყუარა პოლიტიკური გასროლები, რა ეროვნული მოძრაობა შეიძლება მოხდეს თვე-ნახევარში - ასე ეხმიანება „ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა მიერ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციას.
"ყველაზე დიდი პრობლემა ოპოზიციის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და საერთოდ, ყველა ხელისუფლების დროს იყო, არასწორი და ფუჭი, მატყუარა პოლიტიკური გასროლები ხოლმე და პოლიტიკური პროცესების იმიტაცია. რა ეროვნულ მოძრაობაზე შეიძლება იყოს საუბარი ახლა, თვე-ნახევარში. ელემენტარულ საკითხს შევხედოთ - ოპოზიციის ნახევარი მაინც ხომ უნდა ყოფილიყო იქ, სადაც შეიძლება დიდი ცვლილებების საწინდარი ისახებოდეს რაიმე"- აღნიშნა „ტვ პირველის“ ეთერში ანზორ ბიწაძემ.