ოპოზიციონერი დეპუტატი, ანი წითლიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს სოციალურ ქსელში პასუხობს:
„იმედი აქვს რომ ოდიშარია მდინარაძე - ცხვირ პირს დამალეწავენ.
ნინო ძვირფასო, ამას მუქარად არ ჩავთვლი, იმიტომ რომ თქვენი მუქარები ფეხებზე მკიდია 11 წელია.
ფეხებს ვერ მომაჭამთ იმიტომ რომ ჩემი იქით გეშინიათ, ზუსტად იცით რომ მართალი ვარ.
რუსები ხართ თქვენი შეგნებით და საქმიანობით, ამას მე კი არ გეუბნებით მხოლოდ, ამას ადასტურებენ თქვენი ქმედებები.
ჩემი საკუთარი ძმაც რომ იყოს ზუსტად ეგრე მოვექცევი.
გენდერული საბჭოს თავმჯდომარეა ეს ქალი ისე“,- წერს წითლიძე.
ცნობისათვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინი წილოსანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძეც და ბექა ოდიშარიაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს“.