ამ ჩემს მრავალჭირგამოვლილ, ნაბრძოლ პარტიას ბევრი რამ უნახავს, მაგრამ თანამდებობის შენარჩუნების ასეთი უბადრუკი მცდელობა ნამდვილად პირველად ვნახე.- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელით პარტიის ყოფილ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას გაკეთებულ განცხადებას.
როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ბრძოლა, ან პოლიტიკური საბჭოს სხდომა, ხოლო მთელი ენერგია პოლიტიკური საბჭოს სხდომის ქვორუმის დათვლაზე იხარჯება, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
სამწუხაროა.
ძალიან არ მინდა უფრო მეტის თქმა და ნუ მაიძულებთ. თორემ ესეც შეგვიძლია.
ღირსეულად უნდა შეგეძლოს პოლიტიკოსს წასვლაც. - წერს ანა წითლიძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა: "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭო შედგება 130 ადამიანისგან, გუშინდელ სხდომაზე იმყოფებოდა 40-მდე ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სხდომა საერთოდ არ იყო უფლებამოსილი








