„ნაცები“ და „ოცნება“ ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ლაშა ბაქრაძის სიტყვები, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ბაქრაძის იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
„ნაცები“ და „ოცნება“ ერთი ჯოხის ორი ბოლოა. ძალადობა, სიძულვილის ენა, აგრესია, ერთმანეთისთვის აგენტურის ძახილი – არის ერთი. როდესაც გახარიას გუნდი გამოვდივართ და ვამბობთ, „ქოცებო, თქვე ნაცებო“ – ამას ვგულისხმობთ. ეს მეთოდები და რიტორიკა ერთი და იგივეა. ისეთ სიტყვებს იყენებენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი გუნდისთვის. თუ იმას მეკითხებით, მისაღებია თუ არა, არც ბექა ოდიშარიას სიძულვილია მისაღები და არც ამ ადამიანის სიტყვები, რადგან ეს ჩემთვის არის ერთი და იგივე და მიუღებელი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.