მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა არ დავუშვათ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, უნდა ვიყოთ ფხიზლად, არ ავყვეთ პროვოკაციებს და ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ, ძალისხმევა არ დავიშუროთ, რათა ჩვენი ქვეყანა გადარჩეს.
„ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის მანდატი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდად და სტრატეგიულად განვითარდეს, წინ წავიდეს. ქართველი ხალხი იყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული. ამისთვის, გავაკეთებთ ყველაფერს. მსურს, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი, ყველა ბერკეტი საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დავუშვათ არეულობა, მაგრამ აქ ერთი რამე არის.
მინდა ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართველ ხალხს მინდა ვთხოვო და ვუთხრა ერთი რამ, რომ ჩვენ ვდგავართ ქართული სახელმწიფოს ინტერესების გვერდით მედგრად, მიუხედავად ასეთი გაუგონარი შანტაჟისა, ზეწოლისა და თქვენ ხედავთ მილიონნაირი ამორალურობისა. ქართველ ხალხთან ერთად უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა. უნდა ვიყოთ ფხიზლად, არ ავყვეთ პროვოკაციებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ თითო აგური უნდა დავდოთ და ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. სხვა შემთხვევაში, ეს ქვეყანა, რაც მათ უნდათ, რომ აქ დაატრიალონ, იქნება განწირული იმისთვის, რომ აქ იყოს უბედურება, რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს, მაგრამ ვიყოთ მშვიდად, ვიყოთ ფხიზლად, ვიყოთ პრინციპულები, რათა ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ და ეს ასეც იქნება ნამდვილად“, - აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.