"უნიკალური სიტუაციაა ოპოზიციურ ფლანგზე: ქარტიის ქოლგის ქვეშ ისეთი ხალხი შეიკრიბა, რომ მათ ამომრჩეველს რცხვენია დაასახელოს კონკრეტული პარტია, რომელსაც ხმას აძლევს, ამიტომ ამბობს "აი, იმ ოთხიდან, რომელიმეს", - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"უნიკალური სიტუაციაა ოპოზიციურ ფლანგზე: ქარტიის ქოლგის ქვეშ ისეთი ხალხი შეიკრიბა, რომ მათ ამომრჩეველს რცხვენია დაასახელოს კონკრეტული პარტია, რომელსაც ხმას აძლევს, ამიტომ ამბობს "აი, იმ ოთხიდან, რომელიმეს".

თან რას არ იშველიებენ, რომ ეს სირცხვილი დამალონ: 

- მხოლოდ ცუდად ინფორმირებულ ან სულელ ამომრჩეველზე გათვლილ პროპაგანდას "ხმა დაიკარგება",

- ფეიქებს, რომელსაც უხვად ავრცელებენ ქოცებიც და ნაცებიც,

- გათვლებს, რომლებიც არითმეტიკის არცოდნის გარდა არაფერს აჩვენებს,

- სოციოლოგიურ კვლევებს, რომლის თავად დამკვეთებსაც კი არ სჯერათ. 

ზოგს, ცხადია, ვერ ვუშველით და სიძულვილით დაბრმავებული რაიმე სისულელეს იზამენ 26-ში, თუმცა კიდევ გვაქვს ორი დღე, რომ იმ ხალხს შევაცვლევინოთ აზრი, ვინც ამ სულელებს აყვა, თუნდაც იმიტომ, რომ ნაკლებ დროს უთმობს პოლიტიკას ან იმიტომ, რომ თითქმის სრული ინფორმაციული ბლოკადის პირობებში, ვერ მივწვდით და სათანადოდ ვერ გავეცანით. ორი დღე რომ კიდევ უფრო მეტი გირჩი იყოს პარლამენტში."