თუ მთავრობა არც რეგულაციებს აუქმებს და არც გადასახადებს ამცირებს, მაქსიმუმ რასაც შეიძლება მიაღწიოს, ეს არის მორჩილ ბიზნესმენებს რამდენიმე პროდუქტზე ფასები დემონსტრაციულად შეამცირებინოს, - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
„კომისია, რომელიც ბატონმა ირაკლიმ დააარსა, თავისი შინაარსით ფარსია, იმიტომ რომ იმ ნაწილსაც არ ეხება, რომელიც მთავრობის მხარეს არის. მაგალითად ავიღოთ გადასახადები, მთავრობამ რომ დასწიოს თუნდაც გადასახადები, რომელიც ყველაზე ღარიბ ხალხს ეხება, აქციზი სიგარეტზე, ბენზინზე, ეს ფასებზე შეიძლება დიდად არ აისახოს, მაგრამ მეტი ფული დარჩება ღარიბ ადამიანს ჯიბეში და უფრო მარტივად გაუმკლავდება გაზრდილ ფასებს. ან მაგალითად, მთავრობამ ან გააუქმოს, ან დასწიოს 300 ლარიანი ზღვარი იმპორტზე, მთელ ქვეყანას ერთ დღეში გაუიაფდება უამრავი პროდუქტი. თუ მთავრობა არც რეგულაციებს აუქმებს, არც გადასახადებს ამცირებს, მაშინ ფასებს არაფერი ეშველება და მაქსიმუმ რასაც შეიძლება მიაღწიოს მთავრობამ, მორჩილ ბიზნესმენებს რამდენიმე პროდუქტზე ფასები დემონსტრაციულად შეამცირებინოს, ეს არის მაქსიმუმი და მეტი არაფერი არ გამოვა“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.




