პოლიტიკური სპექტრი იმდენად დეგრადირებულია, რომ არჩევნებზე დებატების გარეშე გავდივართ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ნაცები“ და ნეონაცები იმდენად არ სცემენ პატივს თავიანთ ამომრჩეველს, რომ არც კი აპირებენ საკუთარი პოზიციის ახსნას და კრიტიკისგან დაცვას.

„პარტიები, ვინც უარს ამბობენ დებატებზე, „ოცნება“ იქნება ეს თუ, როგორც ამ შემთხვევაში, „ნაცები“ და ნეონაცები, იმდენად არ სცემენ პატივს, პირველ რიგში, თავიანთ ამომრჩეველს, რომ არც კი აპირებენ საკუთარი პოზიციის ახსნას და კრიტიკისგან დაცვას. და როგორ შეიძლება, ასეთ პარტიებს მისცე ხმა? ნუთუ ამათ ამომრჩეველს არ ეშინია, რომ, თუ ასეთი მშირები და მატყუარები არიან, მომავალში იმის საწინააღდეგოს გააკეთებენ, რასაც ახლა ამბობენ?“ – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, „კოალიციამ ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირველ არხზე დღეს საარჩევნო სუბიექტების დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.