პარტია "გირჩის" ერთერთი ლჯდერის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, ევროკავშირის ელჩმა არაპროფესიონალური განცხადება გააკეთა.
"არაპროფესიონალური განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, იმიტომ, რომ შეიძლება ჩვენი მთავრობა არ მოსწონდეს ევროკავშირს და ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი განცხადება არ მგონია, რომ ქართველი ხალხის თვალში გააუმჯობესებს ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებას. ამიტომ, ალბათ უკეთესი იქნება, რომ ელჩმა განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობდა," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
პაველ ჰერჩინსკიმ საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში.







