"4 ოქტომბრის მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არათუ გეგმა არ არსებობდა, არამედ უპატივცემულობა იყო გამოხატული ადამიანების მიმართ - თქვენ არაფერს არ გეტყვით, მოდით და მიტინგზე შეგატყობინებთო. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა ეს დაიჯერა," - ამის შესახებ "გირჩის" წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავარი ორგანიზატორი "ქართული ოცნება" იყო.

"მე არ გონია, რომ "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაში ოპოზიციას უნდა ადანაშაულებდეს. ზოგადად, ოპოზიციას ეკუთვნის პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, მაგრამ ორგანიზატორი, მთავარი რეჟისორი ამ ყველაფრის იყო "ქართული ოცნება," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.