2026 წლის 20 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ალან პარსელთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური კავშირების სამომავლო პერსპექტივებსაც.
ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთში და მთლიანად რეგიონში არსებული ვითარება.









