პარტიები ცალ-ცალკე ვერაფერს შეძლებენ. აგერ „ნაციონალებს“ მილიარდები აქვთ, მილიონს იხდიან ამერიკაში ერთ სტატიაში და მაინც ვერაფერი შეძლეს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„პოლიტიკოსებმა ქედმაღლობა, ამპარტავნობა უნდა დავწიოთ ქვემოთ და ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი. ლანძღვა მეც კარგად მეხერხება, მიუხედავად იმისა რომ ბოლო დროს ვცდილობ არ ვლანძღო არავინ, ამის გამო მაკრიტიკებენ, რატომ არ ილანძღებიო და მუშტებზე რატომ არ იყურებიო, როცა ვცდილობდი, რომ საქმეზე მე ლაპარაკა და ხალხს რეალურად რაც უჭირს, მხოლოდ მაგაზე მელაპარაკა. კი ბატონო, ჩემპიონები ვართ ერთმანეთის ლანძღვაში, მაგრამ მოდი ახლა ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი და ერთად დავინახოთ დიდი მიზანი - ხელისუფლების შეცვლა არა „ნაციონალური მოძრაობით“. თუ გვინდა დიდი მიზანი განვახორციელოთ, ამას ვერცერთი პარტია ცალკე ვერ შეძლებს. აგერ „ნაციონალები“ ვერ ახერხებენ მიუხედავად იმისა, რომ მილიარდები აქვთ, ამერიკაში თითო სტატიაში მილიონ დოლარს იხდიან და მაინც ვერაფერი შეძლეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.