საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ - მორჩით ეხლა ამ ბოიკოტობანას. - პარტია "მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ - მორჩით ეხლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო ოცნებას." - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.