აჭარის უმაღლეს საბჭოში სხდომაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო.
სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის საკითხს განიხილავდნენ, ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც მთავრობას აკრიტიკებდა.