უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ხელი მოაწერა კანონს "უკრაინული ეროვნული პანთეონის შესახებ". ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყნის დედაქალაქში მთავარი მემორიალური კომპლექსის შექმნისა და მოწყობის წესს განსაზღვრავს. 

პანთეონი შეიქმნება იმისათვის, რომ სათანადოდ მიაგონ პატივი უკრაინის ისტორიულ გმირებს, ქვეყნის თავდაცვის მონაწილეებს, გამორჩეულ ლიდერებსა და მეცნიერებისა თუ ხელოვნების მოღვაწეებს.  

კომპლექსი კიევში, კერძოდ კი "კიევო-პეჩერსკის ლავრის" ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე განთავსდება, ხოლო მის მშენებლობასა და პროექტირებაზე პასუხისმგებელი მთავრობა და სპეციალურად გამოცხადებული ღია კონკურსი იქნება.  

აღნიშნული კანონის მიღება მიზნად ისახავს ისტორიული სამართლიანობის აღდგენასა და საზოგადოების კონსოლიდაციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურების ხსოვნის ირგვლივ.