უკრაინა გააძლიერებს თავდასხმებს რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე რუსეთის ფედერაციის საავიაციო დარტყმების ახალი სტრატეგიის საპასუხოდ, რომლის დახმარებითაც ქვეყანა ცდილობს, აიძულოს უკრაინელები, დატოვონ კიევი და სხვა დიდი ქალაქები. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა მედიაში ადრე გავრცელებული ცნობები კიევის მიერ იმ დოკუმენტების ხელში ჩაგდების შესახებ, რომლებიც მოწმობს ზამთრის სეზონის წინ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების გაძლიერების რუსულ გეგმებზე. "რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაამტკიცა სამოქალაქო ობიექტების გაცილებით ფართო სპექტრზე დარტყმების განხორციელების "ახალი დოქტრინა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ხელთ არსებული დოკუმენტები მიუთითებს რუსეთის მიერ ინფრასტრუქტურაზე, ლოგისტიკაზე, გზებზე, სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმების დაგეგმვაზე. ამით პუტინი ცდილობს, ძალის დემონსტრირებას საკვანძო საფრონტო რეგიონში თავისი ჯარების წარუმატებლობისა და რუსული დანაკარგების ზრდის ფონზე, მიიჩნევს ზელენსკი.