უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანას მომავალი ზამთრის გადასატანად ამერიკის შეერთებული შტატების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების (Patriot) მარაგების, სულ მცირე, 5% ესაჭიროება.
როგორც უკრაინის ლიდერმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ამერიკული რეზერვების მხოლოდ მეათედი (10%) საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ უკრაინამ სრულად გაანადგუროს რუსული ბალისტიკური რაკეტები.
ზელენსკის თქმით, მიმდინარე წელს უკრაინას, წინა წელთან შედარებით, ორნახევარჯერ ნაკლები საჰაერო თავდაცვის მექანიზმი აქვს, ხოლო რუსეთის მხრიდან ბალისტიკური დარტყმების ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა.
"თუკი აშშ მოგვყიდის 5%-ს, ჩვენ გადავიტანთ ზამთარს და ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ. თუ მათ შეძლებენ, მოგვყიდონ 10%, ჩვენ გავანადგურებთ რუსების ყველა ბალისტიკურ რაკეტას. ამჟამად კი მხოლოდ 1% მაქვს," — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი ყოველდღიურად, მილიონობით სატელეფონო ზარისა და მოლაპარაკებების ფონზე ცდილობს მოკავშირეებისგან რაკეტების მიღებას, რათა ქვეყანამ კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვას.




