უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშის დროს ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული შეიარაღება გამოიყენეს.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, დამპყრობლები მიზანმიმართულად აძლიერებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
"დღეს განსაკუთრებული ყურადღებაა ზაპოროჟიეზე. რუსებმა იერიში ჩრდილოეთკორეული რაკეტებით მიიტანეს. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბოროტების ეს ორი რეჟიმი — მოსკოვი და ფხენიანი — სრულად არიან კოორდინირებულნი უკრაინისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში," — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, მკაცრი რეაგირება მოახდინოს ავტორიტარული რეჟიმების სამხედრო თანამშრომლობაზე, რომელიც აგრესიის გახანგრძლივებას და გლობალური უსაფრთხოების რღვევას ისახავს მიზნად.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები, ადგილზე კი სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.




