Центр соціальних досліджень-ის („Социс") 28 ივლისი-2 აგვისტოს გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების ნდობის რეიტინგში პირველ ადგილზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი გავიდა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მე-6 ადგილზეა.
გამოკითხვაში, რომელშიც 2000 რესპონდენტი მონაწილეობდა და რომელიც პოლიტიკოსებისადმი ნდობის დონის დადგენას ისახავდა მიზნად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეექვსე ადგილზე გავიდა.
ტოპ-5 ასე გამოიყურება:
1. ვალერი ზალუჟნი - უკრაინის შეიარაღებული ძალებისყოფილი მთავარსარდალი - სრულად ენდობა 27.8%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 37.1%
2. მიხაილო ფედოროვი - ყოფილი თავდაცვის მინისტრი - სრულად 26.8%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 37.8%
3. რობერტ "მადიარი" ბროვდი - უპილოტო სისტემების სარდალი - სრულად ენდობა 25.4%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 25.8%
4. მიხაილო დრაპატი - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსადრალი - სრულად ენდობა 24.0%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 32.2%
5. კირილო ბუდანოვი - პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი - სრულად ენდობა 23.8%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 37.4%
უკრაინის პრეზიდენ ვოლოდომის ზელენსკის სრულად ენდობა გამოკითხულთა 18%, უფრო ენდობა, ვიდრე არ ენდობა 24.5% და არ ენდობა ან უფრო არ ენდობა, ვიდრე ენდობა 54%
რეიტინგში ასევე არიან:
იგორ ტერეხოვი - ხარკოვის მერი - 16%
ანდრი ბილეცკი - მე-3 საარმიო კორპუსის ხელმძღვანელი - 14.5%
დმიტრი რაზუმკოვი - პარლამენტის ყოფილი სპიკერი - 10.4%
ალექსანდრ უსიკი - მოკრივე - 9.7%
ვიტალი კიმი - ვეტერანთა საქმეების მინისტრი - 8.6%
პეტრო პოროშენკო - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი - 6,0
სერგი პრიტულა - უკრაინელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწე, მოხალისე, ყოფილი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი - 5.7%
ალექსეი გონჩარენკო - უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატი - 5.7%
ალექსანდრ სირსკი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ექსმთავარსადრალი - 3.7%
იულია ტიმოშენკო - „ბატკივშინის“ ლიდერი - 3.4%
იური ბოიკო - აკრძალული პრორუსული პარტიის ლიდერი - 2,2%
გამოკითხვის სხვა მნიშვნელოვანი შედეგები:
1. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი უარყოფითად ეხმიანება მიხაილო ფედოროვის გადადგომას და 57% მისი დაბრუნების მოთხოვნით პროტესტს უჭერს მხარს.
2. გამოკითხულთა აზრით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზელენსკი წააგებდა ბუდანოვთან, ზალუჟნისთან და ფედოროვთან.
3. გამოკითხვის შედეგების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტ ხმას მიიღებდნენ ზალუჟნისა და ფედოროვის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები.
გამოკითხვა არ ჩატარებულა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცდომილება +/- 2.6%.
წყარო: Ukrainska Pravda, Социс




