უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, თუ ეს უკრაინელებისთვის მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა იქნება. ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.
"თუ ეს არის ერთადერთი კონფიგურაცია, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მშვიდობას უკრაინელებისთვის და არ დავკარგოთ ხალხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე წავალთ," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მის პირად დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელის მიმართ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს.
"მე ის მტრად მიმაჩნია. და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ მასაც მტრად მივაჩნივარ", - აღნიშნა ზელენსკიმ.