ისრაელის მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ლიბანში შეზღუდულ სახმელეთო ოპერაციას გეგმავს, იერიში შესაძლოა უახლოეს დროში დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"ოპერაციის მიზანი საზღვრისპირა ზოლში ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის გაწმენდა და ამგვარად ისრაელის განაპირა დასახლებები უსაფრთხოების უზრუნველყოფაა",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ანონიმური წყარო. 

შეზღუდული სახმელეთო ოპერაციის მომზადების შესახებ ცნობები გაზეთთან საუბარში დაადასტურა ისრაელის მთავრობის მაღალჩინოსანმაც.