Wildberries-ის ყველაზე დიდ საწყობს მოსკოვის რეგიონში ცეცხლი უკიდია.
16 აგვისტოს ღამით, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში, რუსული ბაზრის, Wildberries-ის უდიდეს საწყობში, დრონით თავდასხმამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Astra-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, როგორ მოედო ხანძარი Wildberries-ის ლოგისტიკურ კომპლექსს სოფელ კოლედინოში. ობიექტი 200 000 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს მოიცავს, რაც მას ქსელის უდიდეს სასაწყობო ცენტრად აქცევს. კომპანიას საწყობზე ახალი თავდასხმის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Wildberries-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო თავდასხმა 13 აგვისტოს, ბაშკორტოსტანის ჩიშმინსკის რაიონში მოხდა. Astra-ს ცნობით, უკრაინის დრონით თავდასხმის შემდეგ, მოსკოვის ოლქის დომოდედოვოში კიდევ ერთი საწყობი იწვის:
"თვითმხილველთა ფოტოების საფუძველზე, ASTRA OSINT-ის ანალიტიკოსმა დაადგინა, რომ კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა სევერნოე დომოდედოვოს დახარისხებისა და ლოგისტიკის კომპლექსის #15 საწყობში.“
16 აგვისტოს ღამით, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დღის დასაწყისიდან რუსეთის დედაქალაქთან მიახლოებისას 132 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, მოსკოვის წრიული გზის მახლობლად თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტებმა ღამით მუშაობა შეაჩერეს.
— News (@02042006Afa) August 16, 2026




