უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ შეხვედრებზე რამდენიმე მართლაც ახალი და პერსპექტიული მიდგომა გამოიკვეთა.
უკრაინის ლიდერის თქმით, პარტნიორებთან კონსულტაციები კონსტრუქციულ და საქმიან გარემოში წარიმართა. თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა:
"ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებზე გვქონდა რამდენიმე რეალურად ახალი იდეა, რომელიც ჩვენს საერთო ძალისხმევასა და უსაფრთხოებას მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს."
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ინიციატივები მიმართულია როგორც უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ, ისე გრძელვადიანი სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებისკენ. თუმცა, დეტალები საჯაროდ ჯერჯერობით არ დაკონკრეტებულა.




