რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ეს "საკმაოდ მასშტაბური პროგრამული დოკუმენტია", რომელშიც რუსეთისა და ჩინეთს შორის მრავალმხრივი ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები, საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხების საერთო ხედვა და გლობალურ საკითხებში თანამშრომლობის ძირითადი ფორმატებია განსაზღვრული.
"რუსეთსა და ჩინეთს შორის ახალი ეპოქის ყოვლისმომცველი პარტნიორობა და სტრატეგიული თანამშრომლობა თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნიმუშს წარმოადგენს. ის ეფუძნება თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების, ურთიერთმხარდაჭერის, მეგობრობისა და ნამდვილი კეთილმეზობლობის პრინციპებს. ჩვენი მიზანია რუსი და ჩინელი ხალხების კეთილდღეობა და აყვავება" - თქვა პუტინმა სი ძინპინთან შეხვედრის დროს.




