რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.
„მზად ვარ შევხვდე ყველას, მათ შორის ზელენსკის. მაგრამ, ისმის კითხვა, თუ ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს. მნიშვნელოვანია ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი.
უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ირჩევა 5 წლით. ხოლო უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობა საომარი მდგომარეობის დროსაც კი არ არსებობს." - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, უკრაინა არის საპრეზიდენტო - საპარლამენტო რესპუბლიკა და დოკუმენტზე ხელმომწერის ლეგიტიმურობის საკითხი მთავარია, რადგან შესაძლოა მოვიდეს შემდეგი სხვა უკრაინის პრეზიდენტი და თქვას "ეს ხელმოწერილი დოკუმენტი ნაგავში გადააგდეთ".