რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის რისკი არასდროს ყოფილა იმაზე დიდი, ვიდრე უახლოეს კვირებში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანის თქმით, თვეების განმავლობაში უნგრეთის მთელი ცოდნა, რესურსი და დიპლომატიური გამოცდილება იქნება საჭირო ამ ომის თავიდან ასაცილებლად.
„უკრაინიდან საშინელი ამბები გვაქვს, ამიტომაც მოვიწვიე თავდაცვის საბჭო. ომის ორი ყველაზე საშიში თვე წინ გველოდება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამარჯვებით მშვიდობა ან თუნდაც ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია. თუმცა ომის მომხრე მთავრობა შეერთებულ შტატებში კიდევ ორი თვის განმავლობაში რჩება ხელისუფლებაში. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ გუშინ უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის რაკეტები გაუშვეს და რუსებმა საპასუხოდ უფრო მკაცრი ბირთვული დოქტრინა მიიღეს. მოვისმინე თავდაცვის საბჭოს ანგარიში. ესკალაციის, ომის გავრცელების რისკი არასდროს ყოფილა იმაზე დიდი, ვიდრე უახლოეს კვირებში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
თარგმანი: პირველი არხი