ვიქტორ ორბანი ევროპას ისევ აკრიტიკებს და რუსული გაყინული აქტივების უკრაინაში გადატანით, მოგების მიღების მცდელობაში ამხელს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ორბანმა ომისკენ მიმავალ 4-ეტაპიან გზაზეც დაწერა და ევროპა დაპირისპირებისკენ სვლაში დაადანაშაულა.

"უნგრეთმა ძალიან კარგად იცის ომის რეალური ფასი: მილიონობით დაკარგული სიცოცხლე, დაზარალებული თაობები. ახლა ევროპა ცდილობს გაყინული აქტივები უკრაინისკენ მიმართოს, რათა მასობრივი შეიარაღების გარიგებებისგან მოგება მიიღოს. არჩეულმა ლიდერებმა უნდა დაიცვან ხალხის ინტერესები", - აცხადებს ორბანი.