ბუდაპეშტი უარს ამბობს ბრიუსელის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინას 800 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარება უნდა გამოუყოს.
შესაბამისი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ბრიუსელელები მოითხოვენ, უნგრეთმა გააუქმოს ოჯახების დახმარება, პენსიები, ენერგიის იაფი წყაროები, საავადმყოფოები და სამართლიანი გადასახადები, რათა ეს ფული უკრაინას გადაეცეს. ჩვენ უარს ვამბობთ, რადგანაც ეს გზა ასუსტებს ევროპას და ეკონომიკური კრახისკენ მიჰყავს. უნგრეთი პირველ ადგილზე საკუთარ ხალხს აყენებს“, – წერს ვიქტორ ორბანი.
💸 Ukraine is asking for €800 billion over the next decade, not counting military costs. Thus, the Brusselians demand that Hungary dismantle family support, pensions, cheap energy, hospitals, and fair taxes so the money can be forked over to Ukraine. We refuse! This path weakens… pic.twitter.com/M3TOWEXfX9
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) January 11, 2026







