ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობა საჭირო დახმარებით, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა.
"ალიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად", - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ყარაბაღში ლოკალური ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადეს.