ასეთი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირველმა მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ ვედანტ პეტალმა განაცხადა, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები დასანქცირების რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.
არაერთი დასავლური ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები, უკრძალავს თავის საჰაერო სივრცეში შესვლას რუსეთის თვითმფრინავებს. რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგენის შემთხვევაში, სანქცირების რისკის ქვეშ, შესაძლოა, აღმოჩნდნენ ის კომპანიები, რომლებიც მოემსახურებიან იმპორტის და ექსპორტის კონტროლს დაქვემდებარებულ თვითმფრინავებს. ახლა, როცა მთელი დასავლური საზოგადოება დისტანცირდა რუსული რეჟიმისგან, არცერთი ქვეყნისთვის არაა იმის დრო, რომ რუსეთთან ურთიერთობა გააფართოოს. პირდაპირი ფრენების აღდგენას თუ სავიზო რეჟიმის ცვლილებებს ქართველი ხალხი, ალბათ, ამჯობინებდა, რომ პრეზიდენტ პუტინს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაეყვანა რუსული ჯარები, - თქვა ვედანტ პეტელმა