ვატიკანი პაპ ფრანცისკეს ჯანმრთელობის რთული კლინიკური მდგომარეობის შესახებ ავრცელებს განცხადებას.

როგორც ცნობილია, პაპი ფრანცისკე ერთი კვირის წინ ბრონქიტით დაავადდა და რომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ექიმებმა მკურნალობის გეგმა შეცვალეს.

ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპს სასუნთქი გზების მძიმე ინფექცია აქვს. ის საავადმყოფოში მანამდე დარჩება, სანამ ეს საჭირო იქნება.

„კლინიკური მაჩვენებლები სტაბილურია, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის მიერ დანიშნული დიაგნოსტიკური და თერაპიული ღონისძიებები“, – აღნიშნულია ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ბიბისი“ წერს, პაპ ფრანცისკეს ადრეც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. წლების წინ მას ფილტვის ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც განსაკუთრებით მგრძნობიარეა რესპირატორული ინფექციების მიმართ. ბრონქიტის გამო რომის პაპი საავადმყოფოში გასული წლის მარტშიც გადაიყვანეს. ხოლო დეკემბერში ავადმყოფობის გამო მან ვერ შეძლო კლიმატის სამიტზე გამგზავრება.

თარგმანი: პირველი არხი