უკრაინამ პირველი ტრანში 3 მილიარდი ევროს ოდენობით მიიღო იმ თანხიდან, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას G7-ის სესხის ფარგლებში გამოუყო, რომლის დაფარვასაც გაყინული რუსული აქტივები მოხმარდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
"დღეს ჩვენ უკრაინას ვაძლევთ 3 მილიარდ ევროს - ევროპული კონტრიბუციის პირველ გადახდას G7-ის სესხის ფარგლებში.
ეს უზრუნველყოფს უკრაინის ფინანსურ საშუალებებს, რათა გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის და გადარჩეს", - წერს ფონ დერ ლაიენი.
Almost 3 years into Russia’s war of aggression, Ukraine can keep counting on its friends and partners.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 10, 2025
Today, we deliver €3 billion to Ukraine, the 1st payment of the EU part of the G7 loan.
Giving Ukraine the financial power to continue fighting for its freedom – and prevail. pic.twitter.com/W9l7K1kfiV
საერთო თანხა, რომელსაც ევროკავშირი გასცემს G7-ის სესხის ფარგლებში, დაახლოებით 18 მილიარდ ევროს შეადგენს.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სესხის პირველ ტრანშს უკრაინა 2025 წლის იანვრის დასაწყისში მიიღებდა.