უნგრეთის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა ევროპის მშვიდობის ფონდიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი ტრანშის გამოყოფას. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

"უნგრეთი არ ეთანხმება იმას, რომ ევროკავშირი, სხვა არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად იყენებს ევროპის მშვიდობის ფონდს მხოლოდ უკრაინასთან მიმართებით, ვინაიდან ეს არ იძლევა საშუალებას, მივმართოთ საკმარისი ფინანსები სხვა სფეროებში ევროკავშირის ინტერესების გასატარებლად", - აცხადებენ უნგრეთის მთავრობის პრესსამსახურში.

მათივე თქმით, უნგრეთის ხელისუფლებამ დაბლოკა მერვე ტრანშს გამოყოფა, რათა აღნიშნული საკითხები წამოეწია. უნგრეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ევროპის მშვიდობის ფონდის სახსრების გამოყენება შეიძლება ბალკანეთზე და აფრიკის ჩრდილოეთში.