რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მდებარე Wildberries-ის საწყობზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით (დრონებით) თავდასხმა განხორციელდა.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, იერიშის სამიზნე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბი აღმოჩნდა.

ოფიციალური უწყებების მხრიდან მიყენებული მატერიალური ზარალისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ ზუსტი მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ადგილზე მიმდინარეობს ინციდენტის შედეგების შეფასება და დამატებითი დეტალების მოკვლევა.