ორშაბათს, 10 აგვისტოს, რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ნიჟნიკამსკში უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური იერიში განხორციელდა. რესპუბლიკის ოფიციალური წყაროების ცნობით, თავდასხმა როგორც სამწარმოო, ისე სამოქალაქო ობიექტებზე მიმდინარეობს.
თათრეთის მეთაურის, რუსტამ მინიხანოვის პრესსამსახურის და ნიჟნიკამსკის მერის, რადმირ ბელიევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 39 დაშავდა. მომხდარის გამო თათრეთის ხელისუფლებამ გლოვა გამოაცხადა.
Astra-ს ანალიზის თანახმად, იერიშის შესაძლო სამიზნეს ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპლექსი, პაო "ნიჟნიკამსკნეფტეხიმი" წარმოადგენდა, რომელიც კაუჩუკის, პლასტმასისა და ეთილენის წარმოებითაა ცნობილი. აღსანიშნავია, რომ იმავე სამრეწველო ზონაში განთავსებულია "ტატნეფტის" ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და "ტაიფ-ნკ"-ს კომპლექსიც. მიმდინარეობს საგანგებო სამუშაოები და ზიანის მასშტაბების დაზუსტება.




