ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედია რეგიონული ადმინისტრაციის მიერ Telegram არხზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 მაისიდან ფრონტისპირა სუმის ოლქიდან სავალდებულო ევაკუაციის ზონა ფართოვდება და აგრესორი რუსეთის მხრიდან მუდმივი დაბომბვის გამო, კიდევ 11 დასახლების მცხოვრებლებს მოუწევთ სახლების დატოვება.
დღეის მდგომარეობით, სუმის ოლქში სავალდებულო ევაკუაციას ექვემდებარება 213 დასახლება .
რეგიონალური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება, უზრუნველყოფილია ტრანსპორტით, ჰუმანიტარული დახმარებით, დროებითი საცხოვრებლით და სოციალური შეღავათებით და ევაკუაციას ქვემდებარე დასახლებების მცხოვრებლებს სახიფათო ზონის დროულად დატოვებისკენ მოუწოდებს.