საკრუიზო გემ „Scarlet Lady“-სთვის ეს მორიგი დარტყმაა. თურქეთის ხელისუფლების მიერ კუშადასსა და სტამბოლში დაგეგმილი გაჩერებების აკრძალვის შემდეგ, ხომალდს ალექსანდრიის პორტში შესვლის ნებართვა ეგვიპტემაც არ მისცა. 

ამ გადაწყვეტილებამ გემზე მყოფი 2 000-მდე მგზავრი და ორგანიზატორი კომპანია „Atlantis Events“ ალტერნატიული გზების ძიების წინაშე დააყენა.

კომპანია „Virgin Voyages“-ის კუთვნილი გემი, რომელიც სპეციალურად LGBTQ+ ტურებისთვისაა დაფრახტული, ათენიდან 5 ივლისს გავიდა. მარშრუტის მიხედვით, მას ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში, მათ შორის თურქეთსა და ეგვიპტეში უნდა ემოგზაურა.
„Atlantis Events“-ის ინფორმაციით, ეგვიპტის ტერიტორიულ წყლებში შესვლის ნებართვა გემს პორტში შესვლამდე სულ რამდენიმე საათით ადრე გაუუქმეს.